დიდ დიღომში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს – გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდება. შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი გაზის აღმრიცხველმა აბაზანაში აღმოაჩინა.

ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები