ოხანაშვილი – წერეთელზე: ყოველგვარ ზღვარს მიღმა იყო, რაც ამ ადამიანმა იკადრა, ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ტვ პირველის” დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ ინციდენტს ,,პროპორციულ და ადეკვატურ რეაქციას,, უწოდებს და ამბობს, რომ წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

დეპუტატი წერეთელს მოუწოდებს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას – რა მოხდა.

„გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს – როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რომელსაც არავინ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა და ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები