ირაკლი ზარქუა – საელჩოს ინციდენტზე: იციან, რომ ხალხი არ გამოდის და მცდელობა აქვთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ ჩვენ წინააღმდეგ
იციან, რომ ხალხი არ გამოდის, ხალხი ვერ დაიყენეს გვერდით, მცდელობა აქვთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ ჩვენ წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობა ოპოზიციის ხელწერაა.
“ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, სადაც ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ყოველთვის ასე იქცევიან. აქაც პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, მიეჭრა, შეურაცხყოფა მიაყენა. ეს, ეტყობა, ამათი ხელწერაა, ახლა რომ იციან, რომ ხალხი არ გამოდის, ხალხი ვერ დაიყენეს გვერდით, მცდელობა აქვთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები განაწყონ ჩვენ წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.