“შვედეთი თურქეთს 73 ტერორისტს გადასცემს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის სამმხრივი მემორანდუმის დადებას “დიპლომატიური გამარჯვება” უწოდა, რომელმაც ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებისკენ გზა გაუხსნა.
ამის შესახებ Anadolu წერს.
“ფინეთის და შვედეთის განაცხადმა თურქეთისთვის “წითელი ხაზები” გამოავლინა ტერორიზმის ნაწილში. ეს მემორანდუმი არის თურქეთის დიპლომატიური გამარჯვება რთული მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ”, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, “შვედეთმა პირობა დადო, რომ თურქეთს 73 ტერორისტს გადასცემს. ნატო-ს წევრობა ძალაში არ შევა, სანამ ჩვენი პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს. შვედეთმა და ფინეთმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ”.