სერგეი გაიდაი: ლისიჩანსკში ვითარება ძალიან რთულია, რუსული ძალები ცდილობენ ქალაქის შტურმს

A man walks in front of damaged residential building on a street of the town of Lysychansk on June 21, 2022, amid the Russian invasion of Ukraine. (Photo by Anatolii Stepanov / AFP) (Photo by ANATOLII STEPANOV/AFP via Getty Images)

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან რუსული ძალების მხრიდან გახშირებული დაბომბვის ქვეშაა, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„ლისიჩანსკში და მის გარშემო ვითარება ახლა ძალიან რთულია. არ არის წყლის ცენტრალური მიწოდება, არ არის გაზი, არ არის დენი. საბრძოლო მოქმედება მუდმივად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რეგიონში მყოფი რუსული ძალები მთელ ძალისხმევას ქალაქის შტურმისთვის იყენებენ.

„მთელი ეს რუსული ურდო მიმართულია ლისიჩანსკის შტურმისაკენ. სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურული დაწესებულებები, საავადმყოფოები, საგანგებო დახმარების ბაზები, სადაც ხალხი იკრიბება ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული შტაბები, ისინი [რუსები] სრულად ანადგურებენ ყველაფერს“, – აღნიშნა გაიდაიმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და თავდასხმის გასაგრძელებლად ძველ აღჭურვილობაზე დაყრდნობა უწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები