ანალენა ბერბოკი: არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე

„ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები: არავინ იცის“, – ასე უპასუხა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვას, რეალურია თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, ომის ზამთრამდე დასრულების შესახებ.

ამასთან, ბერბოკი დარწმუნებულია, რომ ომი შეიძლება ხვალაც დასრულდეს, თუ ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ და მთელმა ქვეყანამ იცხოვროს მშვიდობიანად და თავისუფლებაში“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები