ლარი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9336 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1040 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1066 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.