მაია სანდუ ბუჩაში, ირპინსა და ბორიანკაში ჩავიდა
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ბუჩას, ირპინს და ბოროდიანკას ეწვია.
ფაქტის ამსახველ ფოტომასალას მოლდოვაში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
„მოლდოვის პრეზიდენტი გაეცნო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალური აგრესიის შედეგებს, ასევე, რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დღის მეორე ნახევარში მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.