ზელენსკი G7-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და ომის დასრულების ვადებზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება 2022 წლის ბოლომდე სურს.

ამის შესახებ Sky News ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა “ტელეგრამის” არხზე დაწერა, რომ ლიდერებს მადლობა გადაუხადა თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის.

“ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სანქციებთან დაკავშირებით G7 ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია. ისინი უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, კერძოდ, აგრესორის მიერ ექსპორტირებული ნავთობის ფასის შეზღუდვით“, – დასძინა მან.

Reuters-ი ასევე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება სთხოვა: საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფით; რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებით; უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით; მარცვლეულის ექსპორტში დახმარებით; ასევე, ომის შემდგომი უკრაინის აღდგენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები