ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთსა და სოფელ ჩარგალში მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები