მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს  შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. ხაზი გაესვა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების საკითხებში JICA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

“გიორგი მიშელაძემ ყურადღება სააგენტოს მთავარ ფუნქციებზე, მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, მიწათსარგებლობის მონიტორინგზე გაამახვილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას,  რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება.

მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს, პირველ რიგში, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

შეხვედრას JICA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველი იშიი ჰოძუმი და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები