დღეს დილით კიევში რაკეტა 9-სართულიან სახლზე ჩამოვარდა. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვილატი კლიჩკო ავრცელებს.
„ნანგრევების ქვეშ არის ხალხი. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – განაცხადა კლიჩკომ.
მერის თქმით, ნანგრევებიდან ხალხის ხმა ისმის, მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 7 წლის გოგონა, ახლა მაშველების მისი დედის გადარჩენას ცდილობენ.