“მოლდოვის ევროინტეგრაციას შესაძლოა, 10 წელზე მეტ ხანი დასჭირდეს” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი
მოლდოვის ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი პოლესკუს განცხადებით, რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესს შესაძლოა, 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში თქვა.
„ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესს წლები – შესაძლოა, ათი წელი, შესაძლოა – მეტი დრო დასჭირდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში დნესტრისპირეთის რეინტეგრაციაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – ციტირებს მის სიტყვებს TASS.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დაიწყება, რომელზეც საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.
ამასთან, ქვეყნებთან ოფიციალური მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ისინი ევროპული საბჭოს დასკვნაში ჩამოთვლილ პირობებს შეასრულებენ.