„ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს შეურაცხყოფა მიაყენა“

  საპარლამენტო უცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა გაეროში რუსეთის ელჩი ჩურკინი, ქართველი ელჩებისთვის შეურაცხმყოფელია.
„მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევისთვის, სესიის წამყვანმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით მოდიოდეს პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ამბასადორიალზე დასწრებისას დარბაზში შესვლამდე განაცხადა, რომ საქართველოს ელჩები არ შეიძლება იქცეოდნენ, როგორც ვიტალი ჩურკინი, რომლიც არის რუსეთის წარმომადგენელი გაეროში. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ელჩები ხელისუფლების ყველა ქმედების გამამართლებელნი არ უნდა იყვნენ.
„არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში ჩურკინი. მათი ქმედებები დამაჯერებელი უნდა იყოს და ისინი არ უნდა იყვნენ ხელისუფლების ყველა გადადგმული ნაბიჯის, მათ შორის გაუზარებელი ნაბიჯების და არასწორი პოლიტიკის გამამართლებელნი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თბილისში ამბასადორიალი გუშინ გაიხსნა. სექტემბერში დანიშნული ნატოს სამიტის გამო, ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ღონისძიება რამდენიმე თვით ადრე ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები