თენგიზ შარმანაშვილი: „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია და ასევე, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი იმდენად იყო დამოკიდებული „დიფ სთეითის“ ინტერესებზე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამთ ევროპული საკითხების გასარკვევად
,,ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.
„დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია და ასევე, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი იმდენად იყო დამოკიდებული „დიფ სთეითის“ ინტერესებზე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამთ ევროპული საკითხების გასარკვევად. ევროპული ინტერესების როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტერესების დასაცავად.
ეს არის შედეგი თქვენ რაც დაასახელეთ, ეს პროცესი არ არის. იმის გამო, რომ სუვერენიტეტზე თვითონ აიღეს ხელი, თავისი ინტერესების დაცვაზე თვითონ აიღეს ხელი და ამ გლობალური ძალების ინტერესებით მოქმედებდნენ, რა თქმა უნდა, ისინი სერიოზულად დაზარალდებიან“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.