“მთელი გუნდისთვის კახი კალაძე არის უალტერნატივო” – ლევან მაჭავარიანი
“კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პარტიას რომ ამხელა რეიტინგი აქვს რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორე მხრივ, კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის კახი კალაძე არის უალტერნატივო.
„პარტიაც განმსაზღვრელია ამის და მერობის კანდიდატიც და ვადასტურებ, მთელი გუნდისთვის ბატონი კახი კალაძე არის უალტერნატივო. რა თქმა უნდა ქალაქის მერი უნდა იყოს ის, ვინც ყველაზე კარგად გაართმევს თავს ქალაქის პრობლემებს, ვინაიდან ეს არის მუნიციპალური არჩევნები, აქ ნაკლებად არის პოლიტიკური თემები და უფრო არის საყოფაცხოვრებო თემები, რაც პირდაპირ კავშირში არის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან და ამ შემთხვევაში კანდიდატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პარტიას ამხელა რეიტინგი აქვს და რა თქმა უნდა კანდიდატს ზურგს უმაგრებს, მაგრამ მეორეს მხრივ კანდიდატმა ასევე ზურგი უნდა გაუმაგროს პარტიას, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად მერის და საკრებულოს არჩევნები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.