Bloomberg: გერმანია თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს
გერმანია 2029 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 162 მილიარდ ევრომდე გაზრდას გეგმავს, საიდანაც უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 9 მილიარდ ევროს მიიღებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
„მისი [გერმანიის] წლიური თავდაცვის ბიუჯეტი ოთხ წელიწადში გაორმაგდება და 162 მილიარდ ევროს მიაღწევს… ეს მაჩვენებელი 2029 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული“, – ნათქვამია სტატიაში.
სააგენტოს ცნობით, ეს ციფრი მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილ ცხრა მილიარდ ევროს, რომელსაც ის ყოველწლიურად მიიღებს ახალი ოთხწლიანი ფინანსური გეგმის მიხედვით.