„მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება“ – ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე

მკაფიო პოზიცია და გამოხატული მტკიცე გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმადაც ის ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება და აშშ-თან ერთად დაუღალავად იმუშავებს.

„მკაფიო პოზიცია და გამოხატული მტკიცე გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისგან ზუსტად დროულად, როდესაც ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს ძალის მეშვეობით ნამდვილი მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლეების გადარჩენაზე და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე ფოკუსისთვის. უკრაინა რჩება ერთგული მშვიდობისადმი და დაუღალავად იმუშავებს აშშ-თან ერთად, რათა ჩვენი ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები