ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება

თურქეთი აგრძელებს უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად საქმიანობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, თურქეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებს შორის თურქეთის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში სტამბოლში კვლავ გაიმართება და ეს სისხლიანი ომი დასრულდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები