ტრამპი პუტინს ომის დასასრულებლად 10-12 დღეს აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვლადიმერ პუტინს ომის დასასრულებლად 10-12-დღიან ვადას აძლევს,- ამის შესახებ ” როიტერი” წერს.

ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. პროგრესს ვერ ვხედავ. თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მეორად სანქციებს დავაწესებ. არ მინდა ეს გავუკეთო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი”,- აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები