„ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა)“ – პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენა გაიმართება
23 ივნისს, ხუთშაბათს, 18 საათზე, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, I სართულზე, გაიმართება მაია ნინიძის, ქეთევან ხითარიშვილის, ეთერ ქავთარაძის, მარიამ ჯანგიძის და ესმა მანიას მომზადებული წიგნების პრეზენტაცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა)“ (N FR-18-5776) ფარგლებში გამოცემული წიგნები:
კვლევები გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის.
გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე ქართულ და ინგლისურ ენებზე (ელექტრონული წიგნი).
პრეზენტაციაზე დარიგდება კრებულები.
ქართული ვერსია
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/385645
ინგლისური ვერსია
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/385647