ლევან ქარუმიძე შრი-ლანკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე საქართველოში შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), მოჰამედ რიზვი ჰასენს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებაზე.

მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შრი-ლანკის საპატიო კონსულმა საქართველოში, ნინო მახვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები