სოლომონ პავლიაშვილი ღონისძიებას „ბავშვთა უფლებები და გარემო“ დაესწრო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 26-ე ზოგადი კომენტარის შემუშავების საკითხებზე ღონისძიება „ბავშვთა უფლებები და გარემო“ გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.
სოლომონ პავლიაშვილმა სტუდენტებს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო და გლობალურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა დავაინტერესოთ გარემოსდაცვითი საკითხებით; მნიშვნელოვანია, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ისეთ კონფერენციებში, რომელიც ბავშვთა უფლებებისა და გარემოს დაცვას ეძღვნება. იმედი გვაქვს, ბევრი მოსწავლე გააგრძელებს გარემოს დაცვის მიმართულებით სწავლას. დასახული მიზნის მისაღწევად, ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულების ბევრი პროფესიონალი ესაჭიროება“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება განახორციელონ; განსაკუთრებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიკიკო ოთანი, გაეროს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ფილიპე კორი, ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი სოფო კილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი მერაბ ტურავა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცეთავმჯდომარე ფილიპ ჯაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები