თბილისის მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება
21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოფესტივალს საზეიმოდ გახსნის ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმი „კვაზიმოდო“.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პირველი არხისა და კინოთეატრ “ამირანის” მხარდაჭერით.
ფესტივალის მეგობრები არიან: კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“, AT.ge, რადიო „ფორტუნა“, City Institute Georgia და რესტორანი „შავი ლომი“.