ჯოზეფ ბორელი: სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ დავიწყოთ მზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის

ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი გზავნილის ექო უნდა ისმოდეს ძალიან ხმამაღლა, ევროკავშირის საზღვრებს მიღმა.

„როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, რომელიც უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა ისმოდეს ძალიან ხმამაღლა, საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი სიძლიერის, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები