სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვებს ავრცელებს.

„საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში, საქართველო ევროპას მოწყვეტილი იყო. თუმცა, მას არასდროს შეუწყვეტია ამ გზის აღმოჩენა, წინსვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

„გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდნენ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს ამ გზაზე“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„საქართველოსა და პოლონეთს საერთო ტრაგიკული წარსული აქვთ. ოკუპაციისა და ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსული. ამ დროს, როგორც ყოველთვის, თქვენი მხარდაჭერის, სოლიდარობის, პოლონეთის ძმობის იმედი გვაქვს, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენს გზას ევროპისკენ“, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას.

„როგორც ისტორიული ქვეყანა ევროკავშირისთვის, როგორც პატარა ქვეყანა, რომელმაც იცის საზოგადოების ნაწილად ყოფნის მნიშვნელობა, ჩვენ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კრუსსისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები