მიხეილ სარჯველაძე – დღევანდელ აქციაზე: საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული

იქ ხალხი სხვადასხვა მოტივაციით იყო მისული, მათ შორის იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალია, მისულიყო და ეს პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი იქ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარლამენტთან გამართული დღევანდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი პარტიული გეგმებით იყო მისული.

„ეს იგივე დადასტურება არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას. ეს არის ხაზი, რომელსაც მიჰყვება ქვეყანა უკვე ათწლეულების განმავლობაში და რომლის გაგრძელებასაც მტკიცედ აპირებს ეს საზოგადოება. დღეს საქართველოს უკვე 10 წელია ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ხაზს მტკიცედ ემსახურება. ეს მინდა ყველამ იცოდეს და ამის დასტური არის ყველა ის საქმე, რომელიც რეალურად გვაქვს.

იქ ხალხი სხვადასხვა მოტივაციით იყო მისული, მათ შორის იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს მისი სამოქალაქო ვალია, მისულიყო და ეს პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი იქ. იყო ნაწილი, რომელიც ცდილობს საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნით გამოიყენოს ეს, როგორც იყო მცდელობები. თუ დააკვირდებით რიტორიკას, რომელსაც გვთავაზობს მაგალითად, სააკაშვილი. საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული, იმისთვის, რომ რეალურად რა გაცხადებული დევიზი არსებობდა, სამსახური დაედასტურებინა. ნამდვილად იყო მცდელობები, რომ ვიწრო პარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია – „შინ ევროპისკენ“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები