ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორი წიგნის წარდგენა გაიმართება
23 ივნისს, 13:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ე. მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ენრიკო გაბიძაშვილისადმი მიძღვნილი კრებულისა და მაია რაფავას წიგნის – „ათონის ქართველთა მონასტერი” წარდგენა.