„ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა“ – სალომე ზურაბიშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრემიერის განცხადება არის სწორი და ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება, რაც დღეს გაკეთდა პრემიერ-მინისტრის სახით. ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა და მგონია, რომ ესეც იქნება სწორად შეფასებული.

იმავეს ვერ ვიტყვი ზოგი პარტიის განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და რომელიც არანაირად არ წარადგება ჩვენს კანდიდატურას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ბრიუსელთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება მაშინვე დაიწყებს მათ შესრულებაზე მუშაობას“. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები