საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.
დოჰას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერმინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.