ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება
20 ივნისს, 16:00 საათზე, ეროვნული სასახლე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსმენელის წინაშე წარდგებიან ეროვნული სასახლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები:
ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ლაშქარი“; „იმედი“; „ბასიანი“; „ფერხული“; „კავკასიონი“; „თამარიონი“; „შევარდენი“;
ფოლკლორული ანსამბლები: „რტონი“; „საუნჯე“; „ალიონი“; „კესანე“; „დარიალი“.