G7 ქვეყნები მედიის დასაცავად ითანამშრომლებენ

“დიდი შვიდეულის” სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ბონში იმ ქვეყნების კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პრესისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა გადაწყდა.

გამოქვეყნებული კომუნიკეს მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, დაგეგმილია დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საერთო გზის მოძიება.

ასევე, G7-ს სურს, გამოვიდეს სახელმწიფო ცენზურის და თავისუფალი პრესის შეზღუდვის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, განხილული იქნება ბაზრის წესები, რომლებიც ორიენტირებულია მსხვილ საინფორმაციო პლატფორმებზე.

როგორც გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა კულტურისა და მედიის საკითხებში, კლაუდია როტმა თქვა, კომუნიკე ასევე არის “სიგნალი თავისუფალი მედიის წესრიგის დასაცავად”.

მისი თქმით, დეზინფორმაცია, იარაღად იქცა, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები