დიეგო კოლასი: ძალიან კარგია, რომ საქართველო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაერთიანდა
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ საქართველო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაერთიანდა.
“მიმდინარე წლის განმავლობაში ლტოლვილების საკითხთან მიმართებით ბევრი რამ გაკეთდა. საფრანგეთი საქართველოს შსს-თან ერთად მუშაობს. ამ მხრივ, ძალიან კარგია, რომ საქართველო გაერთიანდა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და ის რასაც საქართველო ამ მხრივ აკეთებს, ძალიან პოზიტიურია“, – აღნიშნა კოლასმა.