განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ იმსჯელა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა იმსჯელა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ იმსჯელა. რეფორმები ორ მიმართულებას მოიცავს და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციას ეხება.

„საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები მიიღო და დადგა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ. საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში გვაინტერესებს, რა არის დაგეგმილი ამ კუთხით, როგორ ვაპირებთ იმ ცვლილებების იმპლემენტაციას. ორივე საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის განმარტებით, განათლების ნებისმიერი საფეხურის რეფორმა მოითხოვს როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თითოეული შესაბამისი უწყების მაქსიმალურ ჩართულობას.

„დიდმა რეფორმამ, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ვერ მოგვცეს პირდაპირ შედეგი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, რადგან ვიცით, რომ რეფორმის შედეგის მოტანას სჭირდება ბევრი წელი, მაგრამ ეს რეფორმა, საბოლოო ჯამში, არის გათვლილი ჩვენს მომავალ თაობაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე , ამიტომ იგი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მომხსენებელმა ისაუბრა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით დადგენილ გარდამავალ პერიოდზე , რომელიც 2022-2030 წლებს მოიცავს და რომლითაც გაწერილია თითოეული უწყების როლი და ფუნქცია აღნიშნული რეფორმის თითოეულ ეტაპზე. მისი თქმით, დაწყებულია და მიმდინარეობს მუშაობა 2022 წლისთვის განსაზღვრულ ღონისძიებებზე.

„შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი და განხილულია ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი. საკოორდინაციო ჯგუფში ყველა ის დარგობრივი სამინისტრო და ყველა ის რგოლია, რომელიც აღნიშნულ პროცესში უნდა იყოს ჩართული. მომზადებულია ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები და მიმდინარეობს მუშაობა დროებით წესის პროექტზე. უკვე გვაქვს საჯარო განხილვების ყველა დაინტერესებულ მხარესთან და დოკუმენტის ინიცირება დასამტკიცებლად მოხდება უახლოეს პერიოდში”, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციას, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ აღნიშნა, საჭიროა ორ ისეთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება, როგორებიცაა ავტორიზაციის დებულება და ეროვნული სასწავლო გეგმა.

აღნიშნულ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. „ჩვენ უკვე გადავდგით რიგი ნაბიჯები. შეიცვალა ექსპერტთა კორპუსი. შემუშავდა რეგულაცია, რომელიც ექსპერტის სტატუსის მინიჭებას ანუ სერტიფიცირების საკითხს. პარალელურ რეჟიმში, მალე ამ პროცესში საგნობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია საჯარო განხილვები სკოლებთან, მას დაეთმობა ივლისის თვე, თუმცა სტანდარტების მონახაზი უკვე არსებობს”,- განაცხადა კახა ერაძემ. მომხსენებელთა მხრიდან დეპუტატების კითხვებზე პასუხის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ორივე პრეზენტაციამ აჩვენა, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებობს ხედვა, გეგმა და სამინისტროს გადადგმული აქვს ქმედითი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები