“როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე რიჟვაძე გააკეთებს განცხადებას” – ალექსი ახვლედიანი

“დღეს პროცესზე გამოიკითხება საქმის გამომძიებელი, მე ვინარჩუნებ ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, ვნახოთ, სასამართლო დაადგენს ყველაფერს”, – ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თორნიკე რიჟვაძე კომენტარს გააკეთებს.

„როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეულ შეკითხვას. მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ თორნიკე აპირებს, უპასუხოს კითხვებს. ალბათ, ინტერვიუს მისცემს. ის ბრუნდება საქართველოში, არ აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს პასუხს ყველა კითხვას“, – განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები