დავით მათიკაშვილი ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის მიზნობრიობაზე: საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ საფარქვეშ უცხოეთიდან მიღებული თანხები, რეალურად რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდებოდა
,,აბსოლუტურად ტყუილი სათაურით, საზოგადოების მოტყუების ცდილობდნენ, თითქოს უცხოეთიდან მიღებული თანხები აქ მსხვერპლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ყველაფერი არის აბსურდი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის მიზნობრიობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ საფარქვეშ უცხოეთიდან მიღებული თანხები, რეალურად რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდებოდა.
„ეს ყველაფერი კიდევ კარგად იქნება გამოძიებული და უკეთესად გაეცემა საზოგადოების კითხვებს პასუხი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ევროკომისიისგან „ჯისიარტში“ ფულადი ტრანში მაისსა და აგვისტოში განხორციელდა – ჯამში 868 990 ევრო.