დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბაგრატიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

“შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ხვედელიანი, დაცვის პოლიციის  აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი – კარლო ურუშაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – ჯაბა სურმანიძე. გიორგი ბაგრატიონმა რეგიონულ სამმართველოს უფროსთან ერთად აჭარაში დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტები მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე პირადად გაეცნო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები