გია ბუღაძის გამოფენა – „მზის კანი“ გაიხსნება

18 ივნისს, 19:00 საათზე, Bugadze Gallery-ში გია ბუღაძის გამოფენა „მზის კანი“ გაიხსნება.
გია ბუღაძე:
„მივხვდი!
დრო კი არ მიდის, არამედ იცვლება.
მივხვდი!
არსებობს მხოლოდ ის, რასაც გააჩნია თავისი „სხვა“.
მივხვდი!
სხივს, სინათლეს, ისე, როგორც აზრს, შეუძლია იყოს ისეთივე დენადი, როგორც წყალი; ისეთივე მკვრივი, როგორც მიწა; ისეთივე მთრთოლვარე, როგორც ჰაერი და ისეთივე მწველი, როგორც ცეცხლი.
მივხვდი!
სინათლეს შესწევს უნარი ტანჯვით, ბრძოლით დაძლიოს სიბნელე და ამით დაბადოს, წარმოქმნას სასწაული – ფერი! ასე რომ, ფერი სინათლის ტანჯვით მშობიარობა და განხორციელების სიხარულია. საბოლოოდ კი ის ოქროდ გადმოიღვრება. ოქრო კი გამყარებული სახეა მზისა, ის კანია მზისა, რომელიც არც მხოლოდ ფერია და არც მხოლოდ მიწა, არც წყალი და არც ჰაერი, ის სინათლეა, ყოვლის დამძლევი, ბოროტებისა და სიბნელის დამძლევი ნათელია. ის თაბორის ნათელია? ეს მე არ ვიცი!
ის კი ვიცი, რომ მას დიდი მონდომებით რა ხანია გულწრფელად ვეძებ თვალებში, ჰაერში, ბგერებში, სივრცეში, ფერებში, წიგნებში“…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები