“რუსეთს უკრაინაში ომი სტრატეგიულად უკვე წაგებული აქვს” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის ომი სტრატეგიულად უკვე წააგო, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ტონი რადაკინმა, – წერს BBC.

​მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით დიდი დანაკარგი განიცადა და, ამავდროულად, ნატო გააძლიერა, რომელთან შეერთების სურვილი ფინეთმა და შვედეთმა გამოთქვეს.

“ეს არის რუსეთის მხრიდან საშინელი შეცდომა. რუსეთი უკრაინას საკუთარ კონტროლს არასოდეს დაუქვემდებარებს”, – თქვა მან.

მისი თქმით, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს უახლოეს კვირებში შესაძლოა, ტაქტიკური მიღწევები ჰქონდეს, მაგრამ მან თავისი არმიის შესაძლებლობის, დაახლოებით, 25% უკვე გამოიყენა.

რადაკინის დასკვნით, ასეთი მაღალი საფასურით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილის ოკუპაცია შეძლო, სანაცვლოდ კი, 50 000 მოკლული ან დაჭრილი ჯარისკაცი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები