რაზე ისაუბრეს მაკრონმა, შოლცმა, დრაგიმ, იოჰანესმა და ზელენსკიმ – უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკე

კიევში, მარიინსკის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნბარიანობის განმტკიცებისთვის ნაბიჯები შეაჯერეს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მისი ოფისის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ გამოაქვეყნა.

როგორც აღინიშნება,  ლიდერებთან შეხვედრის დაწყების წინ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევში განგაში ხმაა, რაც ნიშნავს იმას, რომ “რუსეთი არ ირჩევს, ვის და როდის დაემუქროს, ევროპაში ვის აჩუქოს უსაფრთხოება”.

ზელენსკის თქმით, მრგვალ მაგიდასთან მსხდომ ლიდერებს “ერთმანეთის კარგად ესმოდათ”,  კერძოდ, საუბარი მიდიოდა:

– უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გაგრძელებაზე და „მადლობას ვუხდი პარტნიორებს იმ შესაბამისი ნაბიჯებისთვის, რომლებიც დღეს იყო შეთანხმებული “;

– უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის მიდგომების კოორდინაციასა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე;

– რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად შესაძლებლობებზე და რომ დაუშვებელია მისი ჩანაფიქრის რეალიზება, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ ქაოსს და შიმშილს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში;

– რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე – “საკმაოდ არსებითი” განხილვა იყო;

– ევროპის მომავალსა და უკრაინის ინტეგრაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები