ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი, რომელიც ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანოა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
ამის შესახებ ნათქვამია დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, რომ 2022 წლის 23-24 ივნისის შეხვედრაზე, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესისთვის ზიანის მიყენების გარეშე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.