კრემლი კიევში ევროპელი ლიდერების ვიზიტს გამოეხმაურა
კრემლში იმედოვნებენ, რომ კიევში ევროპელი ლიდერების ჩასვლას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა არ მოჰყვება.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა.
მისი თქმით, უკრაინაში ემანუელ მაკრონის, მარიო დრაგისა და ოლაფ შოლცის ჩასვლა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის მიწოდების ბლოკირებასთან, რაც მსოფლიოს სასურსათო კრიზისით ემუქრება.
„კრემლი იმედოვნებს, რომ კიევში მაკრონი, დრაგი და შოლცი არ იქნებიან კონცენტრირებული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე. პირიქით, ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ კონტაქტს, რათა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოს”, – თქვა პესკოვმა.
პესკოვი დარწმუნებულია, რომ ლიდერები მარცვლეულის საკითხს შეეხებიან.