ხერსონის ოლქის ე.წ.სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს, ასევე, ობოლი ბავშვები, ავტომატურად, რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ.
“ხერსონის ოლქში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ. გარდა ამისა, ობლები ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად დარეგისტრირდებიან”, – განაცხადა მან.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.