აშშ უკრაინას დამატებით ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს დილით ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განგვეხილა რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მზადყოფნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება მისი დემოკრატიის დაცვაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე. მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღის, ასევე არტილერიისთვის აღჭურვილობისა და მოწინავე სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში მათი თავდაცვითი ოპერაციის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ამასთან, შეერთებული შტატების ლიდერმა დამატებით 225 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა.