რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ხალხს არ დაივიწყონ უკრაინის ომი, რადგან კონფლიქტი მძვინვარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დღეს, ვატიკანში გამართულ ყოველკვირეულ აუდიენციაზე, პონტიფიკოსმა მრევლს მოუწოდა, იფიქრონ უკრაინის წამებულ ხალხზე.
„ნუ შევეჩვევით ცხოვრებას ისე, თითქოს ომი შორეული რამ იყოს. ჩვენი მეხსიერება, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ლოცვა ყოველთვის არის მიმართული იმ ხალხისკენ, რომელიც ასე იტანჯება და რომელიც ჭეშმარიტად ეწამება“ , – განაცხადა რომის პაპმა.