ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს – 51 წლის მამაკაცს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება და “რეფერალურ” საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე დაშავებული – 16 წლის გოგო კი უკვე გაწერეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივად იყო გადაკეტილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები