გოგა ხაინდრავა – ლომჯარიაზე: მინდა კელი დეგნანს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახალხო დამცველის შესაფერისი ქცევა და დასავლური ღირებულებები?

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა მოგვიწოდა, მოვუსმინოთ ნინო ლომჯარიას, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველს. ჰოდა გუშინ მოვუსმინე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავა დეგნანს კითხვით მიმართავს და აცხადებს, არის თუ არა სახალხო დამცველის შესაფერისი ქცევა ის, რასაც ნინო ლომჯარია აკეთებს?

„მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა?

ამას წინათ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა მოგვიწოდა, მოვუსმინოთ ნინო ლომჯარიას, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველს.

ჰოდა გუშინ მოვუსმინე, მართალია წერილობითი ფორმით, თუმცა ყურადღებით. ამ ხალხის დამცველმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს შემდეგნაირად მიმართა საჯაროდ: – „რაა?! როგორ ბედავ!!!“ და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი აზრის გამოთქმა აუკრძალა.

მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახალხო დამცველის შესაფერისი ქცევა და დასავლური ღირებულებები?

გავაგრძელოთ ქალბატონი ლომჯარიას მოსმენა თუ სხვა ვინმეზე გადავერთოთ?

დიდად დავალებული ვიქნები თუ თქვენს პასუხს მივიღებ.

პატივისცემით გიორგი ხაინდრავა, საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები