მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზების შექმნის არავითარი ინტერესი ხელისუფლებას არ გააჩნია

„შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა მიმდინარე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, იყოს ორმხრივი ინტერესის საგანი, მათ შორის, მეტწილად, პოლიტიკურ პროცესებში პოლარიზების ხარისხზე, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორზე დემოკრატიული პროცესების განვითარებაში”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ხაზი გაესვა, რომ ეს არის, უმრავლეს შემთხვევაში, შემაფერხებელი ჩვენს ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. აღინიშნა იმის შესახებაც, რომ ეს არ არის პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება, ხელისუფლებისგან მომდინარეობდეს, არავითარი ინტერესი ხელისუფლებას ასეთი ვითარების და გარემოს შექმნისა არ აქვს და ეს ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ოპოზიციის რადიკალური ფრთის ინტერესში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები