“იემენი ოკუპირებულ აფხაზეთს ორმხრივ ე.წ. აღიარებას სთავაზობს” – ე.წ.ელჩი

იემენი ოკუპირებულ აფხაზეთს ორმხრივ ე.წ. აღიარებას და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სთავაზობს, – ამის შესახებ სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ბაგრატ ხუტაბამ განაცხადა.

“იემენს ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებთ. თუმცა, დღეს იქ მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ იემენში სიტუაცია დასტაბილურდება, მშვიდობიან ჭრილში გადავა და ჩვენ შევძლებთ, შევიმუშაოთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საფუძველი“, – განაცხადა ხუტაბამ იემენის ინიციატივაზე.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა, მის მაგალითს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატიმ და ტუვალუმ მიბაძეს.

ხოლო 2018 წლის მაისში ანალოგიური გადაწყვეტილება სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები