ბერლინში, ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ BBC წერს.
პოლიციამ მანქანის მძღოლი დააკავა, ის არის გერმანიისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. მამაკაცი თვითმხილველებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
რაც შეეხება მისი ქმედების მოტივს: ის შემთხვევითია თუ გამიზნული, მაგალითად, Bild გამოძიებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, რადგან პოლიციამ მის ავტომობილში წერილი იპოვა, რომელიც განზრახვას ადასტურებს.
ასევე, Berliner Zeitung წერს, რომ გამომძიებლები მომხდარს ტერაქტად არ აფასებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ მძღოლი ხალხში შეგნებულად შევარდა.